|
2019-04-01 10:44:32, 1855 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია AIR FRANCE-მა თბილისში პირველი რეისი შეასრულა
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია AIR FRANCE-ის პირველი რეისი შესრულდა. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, ფრანგი ტუროპერარტორები, ბლოგერები და ჟურნალისტები დაესწრნენ. 2- წლიანი მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა" და Tav Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა. პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. (ჩამოფრენა ოთხშაბათსა და კვირას, გაფრენა - ორშაბათსა და ხუთშაბათს). AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
(NS)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)