|
2015-01-22 14:45:23, 1484 ნახვა
საზოგადოება
აბაშაში იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ოფისი გაიხსნა
აბაშაში იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე ესწრებოდნენ. რეკონსტრუქციის შემდეგ შენობაში როგორც თანამშრომელთა სამუშაო გარემო, ისე მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები გაუმჯობესდა. დღეიდან იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სამი უწყების მომსახურებას ადგილობრივი მოსახლეობა ერთ შენობაში მიიღებს. სამსართულიანი შენობის რეკონტრუქცია 2014 წლის დეკემბერში დასრულდა. არქიტექტორ გიორგი კირთაძის პროექტის მიხედვით სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია „მეგა-სერვის ჯგუფმა“ ჩაატარა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ სამივე სამსახურის თანამშრომლებს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)