|
2019-03-28 12:44:36, 1427 ნახვა
საზოგადოება
NBA-ს ორგზის ჩემპიონი სპორტული ფეხსაცმლის დიზაინერული ბრენდის პირველი ელჩი ხდება
CROSTY და ზაზა ფაჩულია ერთი გუნდია! NBA-ს ორგზის ჩემპიონი სპორტული ფეხსაცმლის დიზაინერული ბრენდის პირველი ელჩი ხდება. ეს გაზაფხული იმ ქართველებისთვის, ვინც საზღვრებსა და შეზღუდვებს არ ცნობს, საინტერესო პარტნიორობით იწყება. სპორტული ფეხსაცმლის დიზაინერული ბრენდი CROSTY მოხარულია, აცნობოს საზოგადოებას, რომ იწყებს თანამშრომლობას NBA-ს ორგზის ჩემპიონთან, ქართველ ზაზა ფაჩულიასთან, რაც ქართულ ბრენდს აშშ-ის ბაზარზე აგრესიულ შესვლაში დაეხმარება. ეს თანამშრომლობა CROSTY-ს და ზაზა ფაჩულიას წარმატებული წლების ლოგიკური გაგრძელება იყო, რომლის დროსაც ბრენდი მსოფლიო ბაზარზე გავიდა, ხოლო ზაზამ ორჯერ ზედიზედ იზეიმა NBA-ს ოქროს ბეჭდის მოპოვება „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ შემადგენლობაში, სანამ „დეტროიტ პისტონსის“ გუნდს შეუერთდებოდა. „ჩვენი გუნდი მოხარულია ზაზას CROSTY-ს ოჯახში შემოსვლით. ეს პარტნიორობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში, ის სიმბოლურად ასახავს ჩვენს მთავარ სურვილს, რომ გავავრცელოთ მსოფლიოში თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის გზავნილი. ჩვენ, CROSTY-მ, ისევე როგორც ზაზა ფაჩულიამ, დაუღალავი ბრძოლით მოვიპოვეთ ჩვენი ადგილი. ამასთანავე, ზაზას წარმატება ბევრი ქართველი ახალგაზრდისა და ჩვენი ბრენდისთვისაც შთაგონების წყარო და მაგალითი იყო. ახლა კი ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ მომავალი წარმატებებისკენ“, - აცხადებს CROSTY-ის კრეატიული დირექტორი გიორგი მიქაია. ზაზა ფაჩულიას თქმით: „მოძრაობა, მოტივაცია და სრულყოფილების მიღწევის სურვილი - ძალიან ბევრი საერთო ღირებულება მაქვს CROSTY-სთან... ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მიხარია ასე ეს პარტნიორობა, ისიცაა, რომ ჩვენ ერთნაირი გზა გავიარეთ წარმატებამდე, ერთნაირად მოგვიწია ბრძოლა მრავალ გამოწვევასთან. და ჩვენ ორივე ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ, ქვეყანას, რომლითაც ნებისმიერმა უნდა იამაყოს“.
CROSTY დახვეწილი სპორტული ფეხსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც ცდილობს, მის ნებისმიერ ნაბიჯს ახლდეს განაცხადი, რომელიც გამოიხატება სიტყვით „თავისუფლება“, რაც თითოეულ ფეხსაცმელზეა გამოსახული. დღეს, ნიჭიერი ქართველი დიზაინერების წყალობით, საქართველო მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრშია, CROSTY კი საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც სპორტული ფეხსაცმლის პირველ რეგიონულ ბრენდს. ყოველი ფეხსაცმელი დიდი ყურადღებით არის დამზადებული და ემსახურება მსოფლიოსთვის იმ მესიჯის მიწოდებას, რომ თავისუფლება არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს შეზღუდვების გარეშე ცხოვრების წესია. ზაზა ფაჩულიაც იმავე სულისკვეთების მატარებელია. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შემდეგ, თავისუფლება გახდა ბევრისთვის ქვეყნის განვითარების ძირითადი კონცეფცია. ახალგაზრდობაში ზაზასთვის კალათბურთი იქცა იმ საყრდენ წერტილად, რამაც მოუტანა ზაზას თავისუფლება. „საქართველო და ჩემ მიერ განვლილი გზა ყოველთვისაა ჩემი საფიქრალი“, - აცხადებს ზაზა ფაჩულია. „მიხარია, CROSTY გლობალური ბრენდი რომ ხდება და მსოფლიო მალე გაიცნობს ამ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც საქართველოშია დაბადებული. NBA-ში ჩემი კარიერის დასაწყისიდანვე ვცდილობდი, მოდისთვის ფეხი ამეწყო და მსიამოვნებდა გემოვნებიანად ჩაცმა. ახლაც კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც მოედანზე გავდივარ და კარგად მაცვია. ეს ჩემს თამაშზეც პოზიტიურად მოქმედებს. CROSTY მაძლევს ასეთ შეგრძნებას, რისი გაზიარებაც მინდა სხვებისთვის“. CROSTY შეგიძლიათ, შეიძინოთ ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://crostyshoes.com/
CROSTY-ის შესახებ: ფეხსაცმლის წარმოება საქართველოში ტრადიციული დარგია, თუმცა ის არასოდეს ყოფილა მასობრივ წარმოებაზე ორიენტირებული, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს დროს, საქმისადმი თავდადებასა და შესაბამის უნარებს. ძმები გიორგი და შოთა მიქაიები აგრძელებენ ამ ტრადიციას და თანამედროვე ელემენტების დამატებით ქმნიან CROSTY-ის ბრენდს. CROSTY-ის ყველა ფეხსაცმელი უმაღლესი ხარისხის მასალებით არის დამზადებული და მასზე ქართულად ამოტვიფრული სიტყვა „თავისუფლება“ ბრენდის ფილოსოფიას გამოხატავს. თავისუფლებისთვის არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესსა თუ რასას. ის არ ცნობს შეზღუდვებსა და წინააღმდეგობებს. ის გვაძლიერებს და მუდამ მოძრაობაში გვამყოფებს. ის თავს ცოცხლად გვაგრძნობინებს. თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რადგან საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მუდმივ ომებში იყო ჩართული. გიორგისა და შოთას მშობლიური მხარე, ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი - აფხაზეთი ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამან განაპირობა ფეხსაცმლის ბრენდის შექმნა, რომელიც ატარებს ინკლუზიურობისა და თანასწორობის ამ ძლიერ გზავნილს.
(R)
ირაკლი კობახიძე – 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ
კობახიძე – თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი
კობახიძე – კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა
TBC-ში გზავნილები მომგებიანია - ბრენდმა მორიგი მასშტაბური კამპანია მოამზადა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)