|
2019-03-26 18:01:52, 1754 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართა
,,მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ - საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისთვის მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები, ერთ სივრცეში ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო გაერთიანდნენ. მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში, ტექნოლოგიების ინტეგრირება ბიზნეს პროცესებში ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ეს ტემპი მზარდია საქართველოშიც: ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა და სხვა ტექნოლოგიური ტრენდები სტარტაპებებში, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში საქართველოს ყველა ინდუსტრიაში ჩნდება. “ყველა ბიზნესი გახდება ტექნოლოგია” - ამ სიტყვებით 2019 წელს გაიხსნა მსოფლიოს ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი დავოსში და სწორედ ამ ორი მიმართულების ინტეგრირებას რეგიონში ემსახურება საქართველოს ტექნოლოგიების ფესტივალი. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ყველა საერთაშორისო ტექბრენდი, რომელიც საქართველოში ოპერირებს, მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქართული სტარტაპები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით „სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირება საქართველოში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლი“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 20-მდე კომპანიამ, მათ შორის: VREX, Spark • სპარკი, Edison, Shelf Network, Pulsar AI, Smarter.ge, ინოვაციური განათლების ფონდი, Techub, BogFintech, TTM, impacthub, Copter tech, ინოვაციების ხელშეწყობის ფონდი და ა.შ. TechTalks -ის ფარგლებში კი განხილული იყო მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიური ტრენდები, ასევე მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ტექტრენდების ანალიზი. მათ შორის, საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტს და მანქანურ სწავლებას, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, გაფართოებულ და ვირტუალურ რეალობას, შენობა ნაგებობების ავტომატიზირებას და ჭკვიან ტექნოლოგიებს სამშენებლო სფეროში. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოფენა, სადაც წარმოდგენელი იყო ისეთი კომპანიები, როგორიცაა - HP, IBM, Lenovo, DELL, Microsoft, HP Enterprise, Syntax, Spectre, Orient Logic, LAB, MUK, BETA, Allmarket, GRENA, Bitfury, Techub, Edison, Shelf network, Vrex, Pulsar AI, smarter.ge, Copter Tech, HTS. უახლესი software/hardware გადაწყვეტილებების ექსპოზიციითა და ბრენდების სტენდებით. ტექნოლოგიურმა კომპანიებმა პროექტ დაასაქმე Smart სტუდენტის ფარგლებში სტუდენტური ვაკანსიები წარადგინეს. „ვგეგმავთ ფესტივალი იყოს ყოველწლიური. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობთ პანელურ დისკუსიებს მივცეთ სისტემური ხასიათი - ეს იქნება სამუშაო შეხვედრები, რომელიც ჩვენს კურიკულუმზეც იქონიებს გავლენას, რათა უნივერსიტეტში მუდმივად განახლებული სწავლების პროცესი და მეთოდი გვქონდეს დანერგილი. გვაქვს ძალიან სასიხარულო სიახლეც - ისრაელის ტექჰაბის ინიცირებით, სილიკონ ველი თბილისში დაფუძნდება გლობალური სტარტაპ ფონდი, რომელიც გულისხმობს, ისრაელის ყველაზე მსხვილი ინვესტორების საქართველოში ჩამოსვლას, სტარტაპების დაფინანსებას და მათი საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციის ხელშეწყობას. ამისთვის მრავალმილიონიანი ფონდია გამოყოფილი და საუბარია ყველა ტექნოლოგიური მიმართულების ხელშეწყობაზე, განურჩევლად სფეროსი“, - აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანმა, ნინო ენუქიძემ. „მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის მთავარი ორგანიზატორი და ინიციატორი ამ ფესტივალის, რაც სტუდენტების მაქსიმალურ დაინტერესებას გულისხმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისადმი. სწორედ უნივერსიტეტებში და სტუდენტებში იწყება ის მთავარი სიახლეები, რომელსაც შეუძლია საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე დაამკვიდროს. ასეთი ნებისმიერი სახის ინიციატივას, რომელიც უნივერსიტეტიდან და კერძო სექტორიდან მოდის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მუდამ დაუჭერს მხარს“, - განაცხადა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)