|
2019-03-25 17:12:15, 2271 ნახვა
ეკონომიკა
საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა ონლაინ - ახალი ტრენდი ქართულ ბაზარზე
თუკი ძველად საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად ტრადიციულად რომელიმე ტექნიკის მაღაზიას უნდა სტუმრებოდით ახლა ყველაფერი ბევრად მარტივადაა. სულ უფრო და უფრო იმატა ტექნიკის ონლაინ მაღაზიებმა, სადაც სხვადასხვა ბრენდის წვრილ თუ მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას წააწყდებით და შეძენასაც თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდით შეძლებთ. შესაბამისად, მსოფლიოში უფრო და უფრო ტრენდული ხდება სასურველი ნივთების მათ შორის, საოჯახო ტექნიკის, გამათბობლების, კონდიციონერებისა თუ თავის მოვლის საშუალებების ონლაინ შეძენაც. რა უპირატესობა აქვს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ მაღაზიებს? კაპიტალიზმის ეპოქაში დრო ყველაზე ძვირად ფასობს- ეს ონლაინ მაღაზიის ნომერ პირველი უპირატესობაა. ამასთანავე, მაღაზიის ვებ.გვერდზე სულ რამდენიმე წამში შეგიძლიათ დეტალურ ინფორმაციას გაეცნოთ თქვენთვის სასურველ პროდუქციაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტიპის მაღაზიები შეძენის პროცესს კიდევ უფრო მარტივს ხდის. ბარათით, საბანკო გადარიცხვით, ნაღდი ანგარიშსწორებით (ნივთის ჩაბარების შემდეგ) ან სხვა გადახდის მეთოდით შეგიძლიათ დაფაროთ პროდუქციის ღირებულება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ამანათს სასურველ ადგილზე მოგიტანთ კურიერი და თან საგარანტიო წერილსაც მოაყოლებს. Liloshop ერთერთი ყველაზე დიდი ონლაინ ტექნიკის მაღაზიაა, სადაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანია. თქვენთვის სასურველ პროდუქტს თბილისის მასშტაბით 2-3 სამუშაო დღეში, რეგიონში კი 3-5 სამუშაო დღეში მოგაწოდებენ თანაც ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. Liloshop მომხმარებლებს ნივთის დაბრუნებისა და გადაცვლის სერვისსაც სთავაზობს. რამდენად განსხვავდება ფასები ონლაინ შეძენისას? მოგეხსნებათ, ციფრული სამყაროს განვითარების ტემპები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მომხმარებელი უკვე ონლაინ სივრცეში ახორციელებს უამრავ აქტივობას, რათა დრო დაზოგოს და კომფორტული სერვისითაც ისარგებლოს. მომხმარებელთა ქცევას აკვირდებიან ბიზნესის წარმომადგენლები, ამიტომ მათ, ვისაც ტრადიციული მაღაზიები აქვთ, ცდილობენ თავიანთი ბიზნესი ონლაინ სივრცეშიც გადაიტანონ. ამით კი გაზარდონ კომპანიის შემოსავალი. შესაბამისად, ნივთის ონლაინ შეძენისას ფასები იგივე რჩება, რადგან მაღაზიის მფლობელებისთვის ნივთის გაყიდვა მათი პროდუქციის ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს. მომხმარებელი დამატებით მხოლოდ ნივთის მიწოდების საფასურს იხდის ისიც ზოგიერთ შემთხვევაში. დამატებით რა უნდა იცოდეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ შეძენისას? საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ გამოწერისას შეამოწმეთ ქვემოთ მითითებული ინფორმაცია:
დაბოლოს, თუკი ამ დრომდე არ გისარგებლიათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ შეძენის სერვისით, გირჩევთ სცადოთ. გახსოვდეთ, რომ დრო ყველაზე ძვირფასია და მის დაზოგვას ონლაინ სივრცის საშუალებით ყველაზე ეფექტურად შეძლებთ.
(R)
18 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ალასკაში სენატის არჩევნები დემოკრატმა მოიგო
ფარულავა - პაპაშვილი, ჩვენს თანამოქალაქეებს პირდაპირ უცხადებს, რომ სამუშაო ძალას შემოიყვანენ ინდოეთიდან, შემოიყვანენ შუა აზიიდან - ანუ, ქართველებს შუა აზიელებით ჩაანაცვლებენ
გვარამია - თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი, ეს არის ოცნება
კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



