|
2019-03-25 12:42:20, 1403 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში სებ-ის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ იბარებს
„ევროპული საქართველო“ პარლამენტში სებ-ის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ იბარებს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით,საკომიტეტო მოსმენაზე საკითხი საბანკო რეგულაციებს შეეხება. „ევროპული საქართველო კიდევ ერთხელ იბარებს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმ მავნებლურ საბანკო რეგულაციებზე ანგარიშის მოსასმენად, რომელიც დააწესა ეროვნულმა ბანკმა და უკვე კარგად ჩანს ამ რეგულაციების შედეგი. კარგად ჩანს ათიათასობით ადამიანი, რომელიც დაზარალდა იმიტომ, რომ ვეღარ ახერხებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, ვეღარ ახერხებს იპოთეკური სესხის აღებას და ბინის ყიდვას, უკვე დაზარალდა ბიზნესი და ჩვენ ვხედავთ შემცირებულ ბრუნვას და დახურულ მაღაზეიებს და უკვე დაზარალდა და გაიზარდა ქვეყანაში უმუშევრობის დონე. ამიტომ ამ მავნებლური რეგულაციების შედეგი და ეფექტი უკვე სახეზეა და მიგვაჩნია, რომ სრულიად გადაუდებლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მოვიდეს პარლამენტში, ანგარიში ჩააბაროს და პასუხი გასცეს ჩვენს შეკითხვებს და ჩვენი მოთხოვნაა გადაისინჯოს ეს რეგულაციები და გაუქმდეს მორიგი მავნებლობა რომლითაც მთავრობამ გაურთულა ცხოვრება ჩვენს მოქალაქეებს. პირდაპირ დაარტყა იმ საშუალო ფენას რომელიც იღებდა კრედიტს და რომელზეც დგას საქართველოს მომავალი სიმყარე და კეთილდღეობა, დააზიანა ბიზნესი და გაზარდა უმუშევრობა. აი ეს არის მთავრობის და ბანკის რეგულაციების შედეგი და ამიტომ ვითხოვთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სასწრაფო წესით საკომიტეტო მოსმენაზე მობრძანდეს პარლამენტში და ჩაგვაბაროს ანგარიში“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ტრამპი საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ: ისლამი ოდესღაც დიდებული ქვეყნის დაპყრობას ცდილობს
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)