|
2019-03-19 18:21:58, 1690 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია - ყველას გვესმის, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია რეგიონის კეთილდღეობის გარანტი და საუკეთესო გზაა
„საქართველო კვლავაც ერთგულია ევროინტეგრაციის. ეს არის ქართველი ხალხის შეუქცევადი და შეგნებული არჩევანი, რადგან ჩვენ ყველას გვესმის, რომ სწორედ ესაა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტი და საუკეთესო გზა", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან ერთად მიიღო მონაწილეობა. გიორგი ქობულიამ და სესილიამ მალმსტრომმა დღეს ასევე სასტუმრო „ბილტმორში" საქართველო - ევროკავშირის ბიზნესფორუმი გახსნეს. გიორგი ქობულიამ ევროკომისარს და საბჭოს წევრებს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ასპექტები და მიზნები გააცნო, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების პროცესს პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედად მიიჩნევს და ქვეყნის მიზანი ამ ჩარჩოში წარმოდგენილი ყველა უპირატესობით მაქსიმალური სარგებლის მიღებაა. „ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტიანი განხორციელება, მთავრობის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების გატარება და მაქსიმალური ძალისხმევა მივმართოთ ყველა აღებული ვალდებულების წარმატებით განსახორციელებლად", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი ქობულიამ ასევე დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოსა და ამ კონტექსტში აქცენტი ინვესტორებისთვის შექმნილ პირობებზე გააკეთა. მისი განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური ხედვა და ბიზნეს-კლიმატის მოდელი მთლიანად ეფუძნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის საჭირო უსაფრთხო და პოლიტიკურ პროგნოზირებად გარემოსა და ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე ორიენტირებულ ეკონომიკას. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ევროკომისარს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია. თუმცა, გიორგი ქობულიას თქმით: „რეფორმებთან ერთად, საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტულად მიიჩნია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის კერძო სექტორის ზრდის მთავარი წყარო, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნასა და ინოვაციების განვითარებას". ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრებს მართვას საქართველოს მთავრობის წევრებთან.
(NS)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)