|
2019-03-19 11:40:44, 3096 ნახვა
სამხედრო
ნატო-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ნატო-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე „განათლებულ სერჟანტთა კორპუსის განვითარება“ გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სერჟანტთა კორპუსის განათლების აუცილებლობას ხაზი გაუსვა. მისი განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები პრინციპის - მეტი ნატო საქართველოში - კონკრეტული გამოხატულებაა. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსა და ნატოს შორის კავშირი ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს და რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მიზანს - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას ემსახურება. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძეც მიესალმნენ. რიგით მე-3 სამუშაო შეხვედრის მიზანი პარტნიორი ქვეყნებისათვის სერჟანტთა განვითარების ჩარჩო დოკუმენტის გაცნობა, სერჟანტთა საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის საკითხის და სერჟანტთა განათლების ინიციატივების ეროვნულ დონეზე განხილვა და მათი ორმხრივ ფორმატში განხორციელებაა. სამუშაო შეხვედრას 15 ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მთავარი სერჟანტები, ასევე ნატოს ოპერაციების და ტრანსფორმაციის სარდლობების (Allied Command Operations and Allied Command Transformation) მთავარი სერჟანტები. ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა 2017 წელს ჩატარდა, სადაც სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის პროგრამა განიხილეს. მე-2 სამუშაო შეხვედრა კი, 2018 წელს ჩატარდა. მხარეებმა ნატოს პარტნიორი და წევრი ქვეყნების (PFP) სერჟანტთა განათლება და 21-ე საუკუნის გამოწვევებზე გამართეს დისკუსია.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)