|
2015-06-22 09:44:26, 1313 ნახვა
სამხედრო
თინათინ ხიდაშელმა მარნეულის საავიაციო ბაზა დაათვალიერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მარნეულში საავიაციო ბრიგადას ესტუმრა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, მინისტრთან ერთად მარნეულში გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სერგო ძაგნიძე იმყოფებოდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, ავიაციისა და საჰაერო ძალების სარდალმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზიანისა და განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „გამომდინარე იმ დიდი სამუშაოებისა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ახორციელებს, ქვედანაყოფში ჩათვალეს, რომ ადგილობრივი ძალებით შეეძლოთ ყველაფერს გამკლავებოდნენ. ამიტომ, გენერალურ შტაბსა და თავდაცვის სამინისტროში დახმარების შესახებ, დამატებითი თხოვნა არ ყოფილა. ადგილზე მინდოდა მენახა, რომ საფრთხე არ ემუქრებათ. სახურავები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ძლიერი წვიმის შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოვარდეს. ამ საქმეს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა საავიაციო ბრიგადის დათვალიერების შემდეგ. ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ საავიაციო ბრიგადაში არსებული ინფრასტრუქტურის სახურავები დააზიანა.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)