22:22 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 13:39:24, 1224 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა სააკაშვილის განცხადებაზე: ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა - მივესალმები ამ პროცესს

 „ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა. ჩვენც ზუსტად ამას ვამბობდით“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის არჩევას ეხება.

როგორც მან აღნიშნა, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მიესალმება ამ პროცესს.

„მივესალმები ამ პროცესს. სიმართლე გითხრათ, დილით რომ გავიღვიძე და ვნახე, ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა, მაგრამ ძალიან კარგია. ზუსტად ამას ვამბობდით მაშინაც, თუმცა ეს პროცესი დღეს ჩვენ უკვე აღარ გვეხება.

ნაციონალური მოძრაობის გადასაწყვეტია, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. ფაქტია, რომ პარტიისთვის აუცილებელია თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იქნება და ამაზე უკვე მიხეილ სააკაშვილმაც ილაპარაკა. ამას ვამბობდით ჩვენც თავის დროზე.  ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივესალმები ამ პროცესს“, - განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics