|
2019-03-17 16:14:28, 1341 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალეს
გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალეს. კვარაცხელია დღეს სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული, სადაც პატრიარქის კურთხევით მას წესი აუგეს. 29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. ის ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, 4 წლის წინ ააგეს. წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს. საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს. რადიო ათინათის ფოტო
სოჭის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი AFRAMAX RIO იწვის - ვიდეო
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
მარტა კოსი- საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე სარჩელი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)