|
2015-06-21 15:43:24, 533 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი სვეტიცხოვლობას „ყოველთა ქართველთა კონგრესის“ მოწვევის ინიციატივით გამოდის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სვეტიცხოვლობას „ყოველთა ქართველთა კონგრესის“ მოწვევის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ უწმინდესმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორემ მრევლს მიმართა, უცხოეთში მყოფი ქართველი ნათესავების სია შეადგინონ. "დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მეტზე, უნდა ვიფიქროთ იმ ჩვენს თანამემამულეთა შესახებ, ვინც უცხოეთშია. რა ეშველება მათ?! უცხოეთში ადამიანი ძნელად უძლებს იმ განსაცდელს, რომელსაც ხედავს იქ. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები დავუკავშიროთ სამშობლოს?! ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სვეტიცხოვლობას, 14 ოქტომბერს, მოვიწვიოთ "ყოველთა ქართველთა კონგრესი" საქართველოში და კიდევ ერთხელ გავახსენოთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, რომ მათი წინაპრები აქ არიან და არ უნდა დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან. მოგმართავთ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შევადგინოთ სია თქვენი ნათესავების, რომლებიც უცხოეთში არიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავაკავშიროთ ისინი სამშობლოსთან. ძალიან ბევრია წასული უცხოეთში; მხოლოდ რუსეთში, ალბათ, მილიონზე მეტი. ჩვენ, ასევე, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც შაჰ-აბასის დროს წაიყვანეს აქედან. ისინი ელოდებიან ჩვენს დახმარებას. ყურადღება უნდა მივაქციოთ თურქეთში, ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ქართველებს. საქართველო ელოდება თქვენს ჩამოსვლას. როგორც მშობელი დედა, ისე მიგიღებთ თქვენს სამშობლოში. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ერის გაერთიანებას",-ბრძანა უწმინდესმა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)