|
2019-03-15 19:02:01, 1854 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მერები, მერების შეთანხმების ეროვნული კოორდინატორების - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მერების შეთანხმების ტერიტორიული კოორდინატორები - სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, აგრეთვე მერების შეთანხმების მხარდამჭერი ორგანიზაციების - ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები. აგრეთვე საქართველოში ევროკომისიის და სხვა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას და პროექტს EU4Georgia, რომელიც ეხმარება საქართველოს ენერგეტიკის რეფორმირებასა და ადგილობრივი ენერგეტიკული სისტემის ევროპულთან ჰარმონიზებაში. „მთავარია, ჩვენ ეს დახმარება სწორად და ეფექტურად გამოვიყენოთ," - განაცხადა ნათია თურნავამ. მან ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმებზე და საკანონმდებლო სიახლეებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ვითარებას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ჰიდრორესურსებისა და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების გამოყენების პროცესში ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და ინვესტორების კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ მხოლოდ ამ ფორმით იქნება შესაძლებელი ახალი ენერგეტიკული პროექტების წარმატებით განხორციელება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ჰიდრორესურსების ათვისება თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით," - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც დაინერგება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმა განიხილება როგორც წევრთა წინაშე არსებული პრობლემებისა და ბარიერების განსახილველი სადისკუსიო კლუბი, ინფორმაციის მრავალ არხიანი ჰორიზონტალური მიმოცვლის ფორუმი, სადაც განისაზღვრება და მოხდება შესაბამისი ეროვნული, რეგიონალური თუ მუნიციპალური ქმედებების ინიცირება. ამ მიზნით პროგრამა აფინანსებს იმ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგეტიკული ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნის ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გახდის ენერგიის მიწოდებას უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს, რითაც შეამცირებს ენერგეტიკულ სიღარიბეს და ენერგოგადასახადებს, როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე კერძო სექტორისათვის.
(NS)
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)