|
2019-03-15 18:14:41, 3157 ნახვა
სამხედრო
პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი - საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ეს კი დამოკიდებულია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის კომპეტენციასა და სტაბილურობაზე“, - ეს განცხადება საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა დღეს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გააკეთა. ამერიკელმა დიპლომატმა ყურადღება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით საქართველოს პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. „სტარტეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას მინდა აღვნიშნო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის თუ ჯაველინების მიმართულებით. ხაზგასასმელია საქართველოს შესაძლებლობა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. საქართველოს ურთიერთთავსებადობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. მომავალ კვირას საქართველო მასპინძლობს ნატო-საქართველოს სწავლებას, რაც ნამდვილად უჩვეულოა, რომ ნატოს ეგიდით წარმოებული სწავლება ალიანსის არაწევრ ქვეყანაში იმართება. ინსტიტუციონალიზაცია, რაზეც მინისტრმა იზორიამ და გენერალ-მაიორმა ჩაჩიბაიამ დღეს ისაუბრეს, ძალიან მაღალ დონეზეა. ამაზე მეტყველებს საქართველოს თავდაცვის ძალების უპრეცედენტო განვითარებაც. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ხელმძღვანელობის კომპეტენციისა და სტაბილურობის შედეგია. კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი ძლიერი ჩვენს ქვეყნებს შორის არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)