|
2019-03-14 13:22:56, 1109 ნახვა
საზოგადოება
Global Finance-მა „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance „თიბისი ბანკი“ ზედიზედ უკვე მერვედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ხაზს უსვამს „თიბისი ბანკის“ მიერ მომხმარებლებისთვის საუკეთესო საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას. 2019 წლის საუკეთესო ბანკები სპეციალურად დაჯილდოებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა: აქტივების ზრდა, მომგებიანობის მაჩვენებელი, გეოგრაფიული დაფარვის არეალი, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესების განვითარება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება. „მოხარული ვართ, რომ Global Finance-ის კიდევ ერთი ჯილდო მივიღეთ. ეს აღიარება ხაზს უსვამს თიბისი ბანკის ძლიერ ფინანსურ შედეგებს, პროგრესს ციფრული სტრატეგიის განვითარების კუთხით და გუნდის ძალისხმევას, ბანკის მომხმარებლებს შესთავაზოს საუკეთესო მომსახურება და პროდუქტები. წლის ბოლოს კიდევ უფრო გაუმჯობესებული შედეგების მიღწევას ველით", - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. „თანამედროვე მომხმარებელი უპრეცედენტოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებს ფინანსური მომსახურების პროვაიდერებს. მათ მოეთხოვებათ თითოეულ მომხმარებელზე მორგებული, მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურების გაწევა რეალურ დროში", - განაცხადა ჯოზეფ დ. ჯარაპუტომ, ჟურნალ „Global Finance"-ის მთავარმა რედაქტორმა. საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი „Global Finance" 1987 წელს დაარსდა და ის 50,050-იანი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. „Global Finance"-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჟურნალის ვებ-გვერდზე (GFMag.com) გამოქვეყნებული სტატიები და ანალტიკური მასალა ასახავს 32-წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემებს 192 ქვეყნის შესახებ. ჟურნალის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, მისი ფილიალები კი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. გამოცემამ თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად აღიარა 2004, 2006, 2007 და 2012-2019 წლებში.
(R)
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
Axios: პუტინი ჯერ არ დაეთანხმა ტრამპის მიერ უკრაინასთან გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავს.
Axios: ვიტკოფმა და კუშნერმა მოსკოვში ვიზიტი გადადეს
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)