17:33 - 07 Jul, 2026
|
2019-03-12 16:42:01, 979 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში რვა მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტიპის ფიტნეს ზონები ეწყობა. ფიტნეს ზონები ამჯერად, რვა მისამართზე - ლიბანის ქუჩა N1-ში, გლდანის ხევის N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირ კურსანტთა II შესახვევის N3-ში, გლდანის მე-2 მიკრორაიონის N24-24ა-24ბ-ში, მე-8 მიკრორაიონის N29-ში, I მ/რ-ის N3ბ და მუხიანის მე-4 ა მ/რ-ის N17ა კორპუსებთან, გლდანის მე-3 ა მ/რ-ის N23-24 კორპუსების მიმდებარედ განთავსდა. პროექტის ფარგლებში, სპორტულ სივრცეში კაუჩუკის საფარი დაიგო, ტერიტორია გადაიხურა და სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორი დამონტაჟდა. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო პარკი“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 127 434 ლარი დაიხარჯა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)