|
2015-06-20 12:34:32, 435 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: უნდა გადავწყვიტოთ, ვერეს ხეობაში გზის აღდგენა მოხდება თუ ტრანსპორტის მოძრაობას ალტერნატიულად დავარეგულირებთ
თბილისის მერიაში მიმდინარე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ვერეს ხეობის განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებზე მსჯელობენ. როგორც სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, უმთავრესი საკითხები, რაზეც დღეს იმსჯელებენ, არის ის, თუ როგორ უნდა განავითარონ ტრანსპორტის გადაადგილების სქემები. მისი თქმით, აუცილებელია გეგმა, ვერეს ხეობაში გზის აღდგენა მოხდება თუ ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირება ალტერნატიულად უნდა მოხდეს. „მოკლევადიან პერიოდში განსახორციელებელი გეგმა აუცილებლად გვჭირდება. ანუ გზის აღდგენის გეგმა სექტემბრამდე, ან თუ სექტემბრამდე ამ მონაკვეთის აღდგენა შეუძლებელია ან აზრი არ აქვს მის აღდგენას, ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება დავარეგულიროთ ალტერნატიულად ტრანსპორტის მოძრაობა. უნდა მოვძებნოთ ტრანსპორტის ალტერნატიული გადაადგილების სქემები თუ გადაუდებელი წესით დავიწყოთ დაზიანებული გზის აღდგენა, ეს უნდა იყოს მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა. გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა ეს იქნება უფრო მყარი რისკების გათვალისწინებით ინფრასტრუქტურის მოწყობა ისე, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან სტიქიის უარყოფითი გავლენა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმითვე, უკვე გადაწყდა, რომ ადრეული შეტყობინების სისტემის შესყიდვა და მონტაჟი განხორციელდება. „ასევე იყო საუბარი, რომ ადრეული შეტყობინების სისტემის შესყიდვა და მონტაჟი დროულად დაიწყოს და ამაზე გუშინვე მსჯელობის დროს მივიღეთ გადაწყვეტილება და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მიეცემა დაფინანსება გარემოს დაცვის სამინისტროს. აგრეთვე, წყნეთი-ბეთანიის გზის უფრო გრძელვადიანი ფორმით და უფრო მდგრადად განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ, ასევე ამ საკითხებში უცხოელი ექსპერტების ჩართვაზეც“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. თბილისის მერიაში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს და მას ინფრანსტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილიც ესწრება.
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
რუსეთის საგადასახადო სამსახურმა თამარა გვერდწითელის კომპანიის ანგარიშები დაბლოკა
თურქეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვები შეაჩერა შავ ზღვაში უკრაინის მიერ გემებზე თავდასხმის შემდეგ
ტრამპი 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2.7 მილიარდი დოლარით გამდიდრდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)