|
2019-03-12 11:43:58, 1215 ნახვა
საზოგადოება
სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჟიული შარტავას საიუბილეო საღამო გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ და ჟიული შარტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და თეატრის მსახიობები. საღამოზე ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმის „ჩვენი დროის გმირი“ ფრაგმენტები, რომელშიც ასახულია აფხაზი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლების სიცოცხლის უკანასკნელი კადრები. საღამოზე ჟიული შარტავას ოჯახს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის ინიციატივით დაწესებული სპეციალური ჯილდო მედალიონის სახით, წარწერით „სოხუმელი“ გადაეცა. ჟიული შარტავას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს დამდგმელი რეჟისორი იყო საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე. საღამოზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები , ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები.
(NS)
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)