|
2019-03-11 17:44:59, 1084 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში ტრენინგი - „მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“ დაიწყო
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში ტრენინგი - „მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“ დაიწყო. ტრენინგი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა დაცვის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობის“ ფარგლებში მიმდინარეობს. ტრენინგის ფარგლებში, მცენარეთა დაცვის სფეროს წამყვანი უცხოელი სპეციალისტები ბოტანიკური ბაღის, ეკოსერვის ჯგუფისა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 16 სპეციალისტს გადაამზადებენ. ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის თქმით, თურქულმა მხარემ პროექტის ფარგლებში ბოტანიკურ ბაღს თანამედროვე ტექნოლოგიებიც გადასცა. „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, 2018 წლის დასაწყისიდან, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან თანამშრომლობს. მათთან ერთად ჩვენ განვახორციელეთ საგრანტო პროექტი მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ბოტანიკური ბაღის მცენარეთა დაცვის ლაბორატორია ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. TIKA-მ ბოტანიკურ ბაღს გადასცა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ხელს შეუწყობს მცენარეთა კვლევას და მათ შემოწმებას არბოტომის აპარატის მეშვეობით, რომელიც ახდენს მცენარის მერქანში მიმდინარე პროცესების სკანირებას და გვაძლევს ინფორმაციას მცენარის შესაძლო დაავადებების შესახებ. აღნიშნული ტექნოლოგიის საშუალებით მოხდება მცენარეთა გაჯანსაღების ისეთი მეთოდოლოგიის დანერგვა, როგორიცაა საინექციო საშუალებებით საკვები მინერალების მცენარის ორგანიზმში მოხვედრა არა ფესვური და ფოთლოვანი გამოკვებიდან, არამედ მერქნიდან, რათა დაჩქარდეს დაავადებული მცენარის აღდგენის ღონისძიებები. ეს ტექნოლოგია საქართველოში პირველად ბოტანიკურ ბაღში დაინერგება“, - განაცხადა თამაზ დარჩიძემ. მისივე თქმით, თანამშრომლობის მეორე ეტაპია კადრების გადამზადება მცენარეთა დაცვის თანამედროვე ღონისძიებების მიმართულებით, რაც ამჟამად მიმდინარეობს. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 140 000 ლარის ღირებულების სპეციალური ტექნიკა 2018 წლის 9 აგვისტოს გადასცა.
(NS)
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)