|
2019-03-11 15:36:49, 1330 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ე.წ. ტროლების სიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ე.წ. „ტროლების“ სიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ავრცელებს. ქარტია პრევენციის მიზნით ჟურნალისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სიაში მოხსენიებული იდენტური სახელისა და გვარის პირების მიმართ ბრალდებების გადაუმოწმებლად და დაუდასტურებლად ტირაჟირებისგან. „მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ე.წ. ტროლების ფაბრიკის შესახებ და გამოაქვეყნეს იმ ადამიანთა სია, რომლებიც სავარაუდოდ “ქართული ოცნების” დაკვეთით ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ სოციალურ ქსელში. სიაში დასახელებულ სახელებსა და გვარებს არ ახლდა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი (პირადი ნომერი, ან რაიმე სხვა დეტალი) შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა ყველა ის ადამიანი, ვისაც სიაში ჩამოთვლილთა იდენტური სახელი და გვარი აქვს. ეს სია გავრცელდა სოციალურ ქსელშიც, გამოქვეყნდა იმ ადამიანთა ფოტოები, რომელთაც სიაში მოხვედირილი ადამიანების იდენტური სახელისა და გვარი აქვთ ისე, რომ არ გადამოწმებულა მართლაც ისინი არიან თუ არა “ტროლები”, რაც ცხადია ტოვებს შესაძლებლობას, რომ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ამ სიასთან. გაჩნდა შეურაცხმყოფელი, მადისკრედიტირებელი კომენტარები მათ მიმართ. ქარტიის საბჭო ხედავს საფრთხეს, რომ სხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელონ სია და დამატებითი პრობლემები შეუქმნან ამავე სახელისა და გვარის მქონე პირებს. ამიტომ, ქარტია პრევენციის მიზნით მოუწოდებს ჟურნალისტებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებლად, დაუდასტურებლად სიაში მოხსენიებული იდენტური სახელისა და გვარის პირების მიმართ ბრალდებების გადაუმოწმებლად და დაუდასტურებლად ტირაჟირებისგან. ქარტიის საბჭო აქვე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებს აკისრიათ პასუხისმგებლობა იმაზეც, რასაც საკუთარი ანგარიშებით ავრცლებენ სოციალურ ქსელში. “სოციალური მედიის გამოყენების” სახელმძღვანელო წესებში, რომელიც საერთაშორისო მედიის გამოცდილებას ეყრდნობა, ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებაა, იმის მიუხედავად მითითებული აქვს პირადი (private) რეჟიმი თუ საჯარო (public). შესაბამისად, ჟურნალისტი მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეზეც პასუხისმგებელია. დაუშვებელია ჟურნალისტმა საკუთარი პლატფორმა გამოიყენოს ადამიანთა დისკრედიტაციისკენ, ადამიანთა მიმართ აგრესიის გასაღვივებლად. ბოლო პერიოდში ტენდენციად იქცა ჟურნალისტების, ისევე როგორც სხვა პირთა მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ტირაჟირება მედიასაშუალების მიერ. ქარტიის საბჭომ როგორც სახელმძღვანელო წესებში, ასევე საკუთარ გადაწყვეტილებებში არაერთხელ მიუთითა, რომ სოციალური ქსელიდან მოპოვებული ინფორმაცია უნდა გადიოდეს გადამოწმების ყველა იმ ფილტრს, რასაც ჩვეულებრივ, სხვა გზებით მოპოვებული ახალი ამბავი გადის. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედიის ფუნქცია კი მხოლოდ ინფორმაციის კოპირება და გავრცელება არ არის, რაც ნებისმიერ პირს შეუძლია, არამედ მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა პირისაგან, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა როგორც გადამოწმების, ისე სხვა ეთიკური პრინციპების პატივისცემის, ის აგებს პასუხს მისი პლატფორმით გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეზეც“, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)