15:17 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-08 20:11:23, 1374 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური სამსახურის გენდირექტორმა გიორგი პატარიძემ ქალ მსჯავრდებულებს 8 მარტი მიულოცა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და მომღერალ ლიზა ბაგრატიონთან ერთად, პენიტენციურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულები, დედათა და ბავშვთა კორპუსში მცირეწლოვან შვილთან ერთად განთავსებული ერთი მსჯავრდებული, ასევე ერთი ორსული მსჯავრდებული მოინახულა და მათ რვა მარტი მიულოცა. 

სტუმრებმა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერეს და ქალი პატიმრების მიერ დადგმულ თეატრალიზებულ წარმოდგენას დაესწრნენ. 

"დღეს ჩვენ ვიმყოფებით N5 დაწესებულებაში, სადაც რვა მარტს აღვნიშნავთ. დავესწარით ქალი მსჯავრდებულების მიერ მომზადებულ ძალიან ლამაზ ღონისძიებას, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ქალს მივულოცო დღევანდელი დღე." - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics