09:35 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-08 13:40:23, 1309 ნახვა

საზოგადოება
კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დაასრულა. მუშაობის შედეგს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყება.

„ჩვენ დავასრულეთ კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის პროექტი. 7 კილომეტრზე მეტია მისი სიგრძე. მთლიანად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. დღეს უკვე მოასფალტებულია და ყველა სამუშაო დასრულებულია. დარჩენილია გამწვანების სამუშაოების  ნაწილი და გზის დახაზვის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ კახეთის გზატკეცილის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პირველად დავიწყეთ სწორედ სათადარიგო ზოლების რეაბილიტაცია, რადგან, როდესაც შეზღუდვები იქნება ცენტრალურ გზაზე, მათ გამოვიყენებთ“, განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო არეალში მოეწყო  ტროტუარი და ბორდიური, დაახლოებით 70 000 კვ. მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ სანიაღვრე ქსელს.

რეაბილიტირებული სათადარიგო ზოლი, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ, ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა ირაკლი აბუსერიძემ, შოთა ხაბარელმა, გიორგი დოხტურიშვილმა, ლევან დავითაშვილმა და ბექა დავითულიანმა დაათვალიერეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ აწარმოა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics