|
2015-06-19 18:46:59, 486 ნახვა
საზოგადოება
დავით ბაქრაძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრმაციო ცენტრის აჭარის განახლებული ბიურო გახსნა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრმაციო ცენტრის აჭარის განახლებული ბიურო გახსნეს. ბიურო აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და მათი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში აქტიურად ჩართვას შეუწყობს ხელს. საინფორმაციო ცენტრის ახალი ოფისი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშია განთავსებული. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპული საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იგორ სლობოდნიკი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი. საქართველოს მასშტაბით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოთხი რეგიონული ბიურო ფუნქციონირებს: სამეგრელოს, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში. წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კიდევ რამდენიმე ბიუროს გახსნა იგეგმება. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის რეგიონული ბიუროები საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ფინანასური მხარდაჭერით გაიხსნება.
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
რუსეთის საგადასახადო სამსახურმა თამარა გვერდწითელის კომპანიის ანგარიშები დაბლოკა
თურქეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვები შეაჩერა შავ ზღვაში უკრაინის მიერ გემებზე თავდასხმის შემდეგ
ტრამპი 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2.7 მილიარდი დოლარით გამდიდრდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)