16:22 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 18:27:24, 529 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს ხანძარი გაჩნდა

რუსთავის მე-7 მიკრო რაიონში, ორ სხვადასხვა ადგილას,  ბალახის საფარს ცეცხლი გაუჩნდა.  ხანძარი ბენზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს გაჩნდა. იყო საშიშროება,   ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურზეც გადასულიყო. 

 ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც  ხანძრის ლოკალიზება დროულად  მოახდინეს.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი სავარაუდოდ,    ადგილობრივი მოსახლეობის დაუდევრობამ გამოიწვია. 

"როგორც პატრულის თანამშრომელმა აღნიშნა, ხანძრი სავარაუდოდ, გამოიწვია დაუდევრობამ (ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, სიგარეტის ნამწვავავის გადაგდებამ),რის გამოც ცეცხლი მოეკიდა ბალახს და რომ არა სახანძრო-სამაშველო სამსახური, არ ვიცი რა მოხდებოდა, რადგან იქვე,ზუსტად ორ ნაბიჯზე დგას ბენზინ-გასამართი სადგური და საცხოვრებელი კორპუსები",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" თვითმხილველმა სოფო ყარალაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ანალოგიური სიტუაცია ფიროსმანის ქუჩაზეც შეიქმნა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძრის ლოკალიზება იქაც მალევე მოახერხეს.

"ცუდია, რომ საზოგადოება გარემოს არ უფრთხილდება. უკვე მერამდენე მაგალითია გაუფრთხილებლობით გამოწვეული მსგავსი და უარესი შემთხვევებისა",-ამბობს სოფო ყარალაშვილი "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
რუსეთის საგადასახადო სამსახურმა თამარა გვერდწითელის კომპანიის ანგარიშები დაბლოკა
თურქეთმა რუსული ქვანახშირის შესყიდვები შეაჩერა შავ ზღვაში უკრაინის მიერ გემებზე თავდასხმის შემდეგ
ტრამპი 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 2.7 მილიარდი დოლარით გამდიდრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics