|
2015-06-19 15:24:11, 1317 ნახვა
სამხედრო
„კრწანისში“ სამხედრო-სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამხედრო-სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსის პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძემ და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს და სწავლების დამადასტურებელი დიპლომები პირადად გადასცეს. სამხედრო-სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითად კურსში 12 ოფიცერი მონაწილეობდა. სწავლების განმავლობაში სამხედროებმა ზოგადი საექიმო კურსი, სამხედრო ჰიგიენა, პრევენციული მედიცინა და შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი გაიარეს. მათ პირველადი დახმარების საინსტრუქტორო უნარ-ჩვევები, სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვისა და მართვის პრინციპები შეისწავლეს. სამხედრო-სამედიცინო ოფიცერთა მომზადების სკოლა 2014 წლის 25 ოქტომბერს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე შეიქმნა. ათი თვის განმავლობაში სკოლამ საბრძოლო მაშველთა 5 კურსი გამოუშვა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის სამხედრო მედიკოსების ორი ჯგუფი მოამზადა. ამჟამად, სკოლაში II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის საბრძოლო მაშველების ავღანეთში გადასროლისწინა მომზადება მიმდინარეობს.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)