12:12 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-02 21:14:17, 1518 ნახვა

საზოგადოება
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ქალებს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ქალებს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

"ძვირფასო ქალბატონებო! გილოცავთ გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულებს - დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს. ქალთა დღესასწაულები სიმბოლურად გაზაფხულის პირველ დღეებს ემთხვევა და მზესთან, სითბოსთან და სილამაზესთან ასოცირდება. დაე, თქვენი ცხოვრების ყოველი დღე ყოფილიყოს გაზაფხულივით მშვენიერი, ღიმილიანი, ლაღი და ხალისიანი. მუდამ შემართებით, სითბოთი და სიყვარულით გეკეთებინოთ ის დიდი და საქვეყნო საქმე, რომელსაც მომავალი თაობების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება ჰქვია. გისურვებთ თქვენს ოჯახებთან ერთად ბედნიერებას, სიკეთეს , ჯანმრთელობას და წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იყავით ბედნიერები, წარმატებულები და ლამაზი დღეები არ მოგკლებოდეთ!" - წერია მერის მიერ გავრცელებულ მილოცვის ტექსტში.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics