06:54 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-02 13:29:27, 1344 ნახვა

საზოგადოება
ტაქსის მძღოლებს ავტომობილის თეთრად გადაღებვის შემდეგ სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა უფასოდ შეეძლებათ

ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ავტომობილის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლა უფასოდ შეეძლებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 2 მარტიდან, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ტაქსის ლიცენზია და ახალი რეგულაციის თანახმად ავტომობილის ფერს შეცვლიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას საფასურის გადახდის გარეშე შეძლებენ.

„სარეგისტრაციო მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ ავტომობილის ფერის შეცვლის შემდეგ, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს:

• მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება;

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

• ტაქსის ლიცენზია;

ტაქსის მფლობელ ფიზიკურ პირებს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ახალი სარეგისტრაციო მოწმობის აღება მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრი შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე - 2 41 91 91, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო არხებით - ვებგვერდზე www.sa.gov.ge, ან სააგენტოს "ფეისბუქ"-გვერდზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics