12:12 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 17:17:43, 1605 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“ - სამშენებლო კომპანიამ მილი დააზიანა, 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

დავით გურამიშვილის გამზირის #50-თან, სამშენებლო კომპანია „დინ გრუპის“ მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას, საშუალო წნევის 450 მმ-იანი გაზსადენი დაზიანდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზიდან" აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, შედეგად თბილისის ამ რაიონში გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.

"ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი ხვალ დილიდან დაიწყება. გთხოვთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. ონკანები იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში - 2404004", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics