|
2019-03-01 12:17:36, 1135 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს 12 დაცული ტერიტორია გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დახმარებას მიიღებს
საქართველოს 12 დაცული ტერიტორია მიიღებს მრავალმხრივ დახმარებას გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP)და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან (GEF), რომელიც დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გამყარებას და საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას მოხმარდება. ხუთწლიანი პროგრამა, რომლის სრული ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF)და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება შემდეგ 12 დაცულ ტერიტორიას მოიცავს: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მაჭახელას ეროვნული პარკი და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროგრამა 2023 წლამდე გაგრძელდება. „მცენარეებისა და ცხოველების სახეობების გადაშენების მაჩვენებლებმა შემაშფოთებელ ზღვარს მიაღწია. დაცული ტერიტორიები უნიკალური რესურსია, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ეკოსისტემების კონსერვაცია და აღდგენა და დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნება“, - დასძინა მან. „დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის, რაც უზრუნველყოფს 12 დაცული ტერიტორიის ფინანსურ მდგრადობასა და გაძლიერებას“, - განაცხადა იური ნოზაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. „ამჟამად დაცული ტერიტორიები საქართველოს მთლიანი ფართობის 8 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომავალი რვა წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 20 პროცენტამდე გაიზრდება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით შესაძლებლობა გვეძლევა გავზარდოთ დაცული ტერიტორიების სისტემის ეფექტიანობა და მდგრადობა“. პროგრამის ბიუჯეტში გაერთიანებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) გრანტი (1.8 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსება (4.8 მილიონი აშშ დოლარი), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წილი (3.1 მილიონი აშშ დოლარი) და საქართველოს ბანკის წილი (200,000 აშშ დოლარი).
(NS)
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)