04:58 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-23 18:55:40, 1007 ნახვა

საზოგადოება
ხაბელოვი: გეგეშიძის გადადგომაზე არ გვიმსჯელია - დათუნაშვილს სხვა ქვეყნის სახელით უნდა გამოსვლა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის, თქმით, დღეს ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ პრეზიდიუმის შეხვედრაზე, წევრებმა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ვარჯიშის გაგრძელება შესთავაზეს თუმცა, მან უარი განაცხადა.

მისივე თქმით, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის სურვილი გამოთქვა.

„პრეზიდიუმის წევრებმა ყველამ გამოთქვეს თავისი აზრი და რა თქმა უნდა თხოვეს, რომ დათუნაშვილს გაეგრძელებინა ვარჯიში და თქვენ იცით, რომ ოლიმპიური კომიტეტი გამოვიდა თავისი წინადადებით ზურაბ დათუნაშვილი ჩვენი ლიცენზიანტი სპორტსმენია და იღებს ჩვენს სტიპენდიას. გვინდა, რომ მოიპოვოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. იგივე მოსაზრება ჰქონდა პრეზიდიუმს, მაგრამ ამ შეთავაზებაზე მან უარი თქვა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის სახელით უნდა გამოსვლა. ამაზე ვიმსჯელებთ და შემდეგ მოგახსენებთ. ამ წონით კატეგორიაში ჩვენ გვყავს ევროპისა და მსოფლიოს ორგზის პრიზიორი რობერტ კობლიაშვილი და გამოვა, რომ ზურა დათუნაშვილი ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება, რასაც მე მხარს ვერ დავუჭერ. გეგა გეგეშიძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ უნდა მომეთმინაო. რაც შეეხება გადადგომას, ეს საკითხი საქალაქო სასამართლოშია და ამიტომ ამაზე არ მსჯელობა დღეს არ ყოფილა“, - აღნიშნა ლერი  ხაბელოვმა.

ცნობისთვის, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან მოქალაქეების ნაწილმა მოჭიდავე ზურა დათუნაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვდნენ. მათი თქმით, გეგეშიძემ კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. აქციის პარალელურად ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, სადაც სწორედ აღიშნული საკითხი განიხილეს.

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics