|
2019-02-21 20:19:44, 1217 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის საზოგადოებას მიმართავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის საზოგადოებას მიმართავს. ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესიის გამართვას ეხმაურება. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: :გუშინ ძალიან მტკივნეული, შეიძლება ითქვას, ტრაგიკული მოვლენის მოწმე გავხდით. სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესია გაიმართა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ელოდება ზუგდიდის მხრიდან ათობით ადამიანი გალში გარდაცვლილი 53 წლის გოჩა ტუფურიას მისვენებას ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, რათა ნათესავებმა მისი დატირება შორიდან მაინც შეძლონ. ვინ არ იცის როგორ პატივს სცემენ საქართველოში გარდაცვლილი ადამიანისთვის წესის აგებას, უახლოესი ადამიანების, ახლობლების მიცვალებულთან გამოთხოვების წმიდათა წმინდა მოვალეობას და ტრადიციას. განა აფხაზებისთვის გარდაცვლილი ადამიანის დატირება, მისი სულის წინაშე მოწიწება უცხო იყო ოდესმე ან დღეს სხვაგვარად ხდება? ქართველი კაცი, ისევე როგორც აფხაზი, ხომ ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, როგორც თვით გარდაცვლილის ხსოვნის, ისე, საზოგადოების წინაშე. მაშ რა მოხდა? როგორ უნდა ავხსნათ მსგავსი მოქმედება? მსოფლიო უნდა გავაკვირვოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ ველური დამოკიდებულებით? ადამიანი მოკვდავია. სამწუხაროდ, ეს აქლემი ადრე თუ გვიან ყველას კართან დაიჩოქებს. არავინ იცის ხვალ ვის რა ელის. უფიქრია ვინმეს როგორ განიცდის ამას საკუთარი სახლიდან გამოძევებული დევნილი საზოგადოება? მიუხედავად კონფლიქტისა, აფხაზებთან შეთანხმებით, წლების მანძილზე ვახერხებდით, რომ ჩვენი მიცვალებულები აფხაზეთში გადაგვესვენებინა და საგვარეულო სასაფალოებსა და საძვალეებში დაგვეკრძალა. ეს არის ზნეობრივი კოდექსი, რომელსაც ორივე მხარე ვიცავდით. ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, გაუგონარი ამბავია და არც პირველი შემთხვევაა. ნუ ავყვებით რუსულ გამოწვევას, რადგან მათ სურთ სამუდამოდ დატოვონ ჩვენ შორის ისეთი კვალი, რომლის გადალახვაც გაგვიჭირდება. ასეთ სათუთ საკითხებს აფხაზური საზოგადოება დამოუკიდებლად უნდა წყვეტდეს, რადგან ჩვენ საერთო წარსული გვაქვს და საკუთარი ადათ-წესებისადმი, პატივისცემა და მოწიწება გვახასიათებს. მითუმეტეს, როცა ეს გარდაცვლილ ადამიანს ეხება. მოგიწოდებთ აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზ დედებსა და მამებს, მათ, ვინც ომში შვილები და ახლობლები დაკარგა. მოვიქცეთ ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ადამიანურ, მორალურ კოდექსს, არც ერთ უმძიმეს ვითარებაშიც კი, არასოდეს აუკრძალავს ჭირისუფალთა და ახლობელთა გამოთხოვება მიცვალებულთან", - ნათქვამია მიმართვაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)