03:04 - 12 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 12:33:03, 936 ნახვა

საზოგადოება
2019 წლის იანვარში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.2%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

საქსტატის ცნობით, ექსპორტი 238.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (7.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 588.0 მლნ. აშშ დოლარს (1.1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარში 349.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 158.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2014-2019 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს 2017-2019 წლებში ექსპორტ-იმპორტის ყოველთვიურ დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე მათ პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.

 


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics