|
2019-02-18 16:55:09, 3321 ნახვა
სამხედრო
ქართული სამხედრო პროდუქციით განას რესპუბლიკა დაინტერესდა
თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019 ის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დერიკ მადურო ქართული წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას გაეცნო და გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი. დელეგაცია გაეცნო გამოფენაზე ფართო მასებისთვის პირველად წარმოდგენილ ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარის ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულს, ასევე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკს, მოდიფიცირებულ ჯავშანტრანსპორტიორ დიდგორს ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, ანტიმატერიულ შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებულ ბიკალიბრულ უხმაურო ნაღმმტყორცნს GNM-60, მოდერნიზებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს რდ-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს RPGL-7G, .338 კალიბრის სნაიპერულ შაშხანას სატევარი-2, ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების სხვადასხვა მოდელებს.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)