06:36 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 16:15:13, 1368 ნახვა

საზოგადოება
თეონა ჭალიძე - სამტრედიის ბაგა-ბაღების კვების რაციონში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს

პარტია „ახალი საქართველოს“ ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, ბაგა-ბაღებში კვების რაციონში ცხენის ხორცის არსებობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

თეონა ჭალიძის თქმით, სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის შეტანა 2018 წელსაც დაფიქსირდა.

მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დამადასტურებელი დოკუმენტიც წარმოადგინა.

როგორც ჭალიძემ აღნიშნა, აღნიშნულეზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, ყოვლად უსინდისო, უპასუხისმგებლო, უნამუსო ქმედება, რომელიც განხორციელდა ბიზნეს ოპერატორის მხრიდან. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც მანამდე ვერ აღმოჩინა ეს შემთხვევა. ახლა ჩვენ მოვითხოვთ პასუხებს ხელისუფლებისგან, გამოვიდნენ, სამტრედიელი კახი კალაძის ჩათვლით, და გვიპასუხონ, რა ხდება ბაგა-ბაღებში. ჩვენ ახლა ხელში გვიჭირავს დოკუმენტი, სადაც ლაბორატორიულად არის დადასტურებული, რომ ხორცში აღმოჩნდა ცხენის დნმ“, - აღნიშნა თეონა ჭალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics