|
2019-02-15 14:23:00, 1170 ნახვა
საზოგადოება
უგულავა - კალაძის გადაწყვეტილება, კოეფიციენტების გადაჭარბების აკრძალავაზე, პოპულისტურია
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილება კოეფიციენტების გადაჭარბებასთან დაკავშირებით პოპულისტურია. როგორც უგულავამ აღნიშნა, სამართლიანი იქნება თუ კალაძე გამოაქვეყნებს ინფორმაციას, თუ ვისზე გაიცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში k2-ის კოეფიციენტი. "არის მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილება, შეიძლება ბევრი მაქებარი ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია. გენგეგმა, რომელზეც ნარმანიამ დახარჯა მილიონები და კალაძე თავის საარჩევნო პროგრამაში საუბრობდა, ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. ვისაც უმუშავია და იცის სპეციფიკა, ყველა დამეთანხმება, რომ გენგეგმით გათვალისწინებული ძირითადი ჩარჩოები გარკვეული გამონაკლისის შემთხვევებში კორექტირებას საჭიროებს. თუ კომისიას არ ენდობი ჯობია ის განაახლო, მოიწვიო მეტი ექსპერტი და გახადო უფრო გამჭვირვალე და არა ის, რომ კორექტირების განხორციელების შესაძლებლობა აკრძალო. კალაძე იქნება თანმიმდევრული და სამართლიანი, თუ გაასაჯაროებს, მისი მერობის პერიოდში ვისზე მოხდა k2 კოეფიციენტის გაყიდვა. მახსოვს, რომ ერთ-ერთი ბენეფიციარი ამ სერვისის იყო მაგალითად პანორამა თბილისი, ამ სერვისის ხშირი ბენეფიციარი არის ასევე არქი ჯგუფი, რომელთანაც ახლო კონტაქტში ეჭვმიტანილია თბილისის მოქმედი მერი. ამიტომ სამართლიანობა მოითხოვს გაირკვეს ვისზე არის ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაცემული k2-ის კოეფიციენტი და მეორე, არსებითად არასწორია ეს. ეს არის პოპულისტური გადაწყვტილება, მას შეიძლება ჰყავდეს მომხრეები, მაგრამ არ მგონია რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პრობლემებს არ შეუქმნის ქალაქმშენებლობას, საბოლოო ჯამში არ დააზარალებს მუშებს, ინჟინრებს და არქიტექტორებს და უამრავ სხვა ამ სფეროში მომუშავე ადამიანს. ამ საფრთხის წინაშე ისედაც ვდგავართ, რადგან საბანკო რეგულაციებმა ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა იპოთეკურ კრედიტებს და დეველოპერები საშინელ მდგომარეობაში არიან. ქვეყნის ხელისფულება ყველა დონეზე მერიიდან დაწყებული, დამთავრებული ცენტრალური ხელისუფლებით ებრძვის ღარიბებს და არა სიღარიბეს", - ამბობს უგულავა. ცნობისთვის, k2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება და ქაოტური განაშენიანება დასრულდება.
ექვსმა ამერიკელმა სენატორმა ტრამპი რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით კანონის დარღვევაში დაადანაშაულა
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)