|
2019-02-13 13:49:09, 1163 ნახვა
პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები თბილისის გენგეგმის ავტორს, მერაბ ბოლქვაძეს შეხვდნენ
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ განაგრძობს აქტიურ მუშაობას ქ. თბილისში სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება-განვითარებისა და ქალაქგეგმარების ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგოდ მიმდინარე მშენებლობების აღკვეთის მიმართულებით. სწორედ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ მასალებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე, ასევე ფრაქციის წევრები ირაკლი აბუსერიძე და კობა ნაკაიძე, თბილისის გენგეგმის ერთ-ერთ ავტორს, მერაბ ბოლქვაძეს შეხვდნენ. შეხვედრის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა გენგეგმის საბოლოო ვარიანტში ზონების განსაზღვრის საფუძვლები და პრინციპები, ასევე, ზონალობების ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები. მხარეებმა ღიად დააფიქსირეს, რომ თბილისში ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს მწვანე სივრცეების არარსებობა, სარეკრეაციო ტერიტორიების ოკუპაცია მრავალბინიანი კორპუსების მიერ და ფაქტობრივად, გაქრობის ზღვრამდე მისული სპორტული სივრცეები და ტერიტორიები. შეხვედრისას მხარეებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ქალაქის უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს მასშტაბური მშენებლობების პირობებში საჯარო და კერძო ინტერესების დაპირისპირება, ასევე კანონსაწინააღმდეგო და დარღვევებით მიმდინარე სამშენებლო პროექტები მეწყერსაშიშ და გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე. ფრაქციის თავმჯდომარის განმარტებით, თბილისში მიმდინარე უკონტროლო, ქაოსური მშენებლობები მოწმობს, რომ საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესების ხარჯზე კომერციული სარგებლის მიღების მცდელობა და სურვილი უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. როგორც ბიძინა გეგიძემ განაცხადა, „მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული პროცესით არ განისაზღვრება ბიზნესის კეთილსინდისიერება. თუ საჯარო ინტერესები ბიზნესისთვის არ წარმოადგენს გასათვალისწინებელ არგუმენტს კეთილსინდისიერი ქმედებისთვის, სწორედ საკანონმდებლო დონეზე გაწერილმა პრინციპებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ამ პრინციპების განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს, უპირველეს ყოვლისა, ქალაქის საზიანოდ მიმდინარე მშენებლობების შეჩერებას და შემდგომ სწორ ურბანულ განვითარებას.“ ფრაქციის წევრების მხრიდან აღინიშნა, რომ სწორედ მზიურის ტერიტორიაზე მიწის გასხვისების, ფიზკულტურის ინსტიტუტის მიმდებარედ დაწყებული თუ ნინო ჟვანიას ქუჩაზე, მეწყერსაშიშ ზონაში, მდინარის ჭალაში მიმდინარე მშენებლობების მსგავსი მაგალითები უპირისპირდება საჯარო სივრცეების მდგრადი, ჯანსაღი განვითარების მიზნებს. არაჯეროვნად სივრცეების გამოყენებას კი დამანგრეველი შედეგები მოაქვს ქალაქის ეკოლოგიური გარემოსთვის და არ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს. მერაბ ბოლქვაძე დაეთანხმა ფრაქციის მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს და აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის სწორი ურბანული განვითარება გრძელვადიანი და დროში გაწერილი პროცესია, რომელსაც თავად ქალაქის მხრიდან ინიციატივის აღება, სწორი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სჭირდება. როგორც ბოლქვაძემ განაცხადა „პრობლემურია თბილისის მწვანე ლანდშაფტური არეალების განვითარება, რადგან ყველა თავისუფალი სივრცე ერთი კონკრეტული - მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის მიზნისთვის გამოყენება. აუცილებელია მოხდეს საზოგადოებრივი და ქალაქის იერ-სახის შენარჩუნების ინტერესების გათვალისწინება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისი არა ქვეყნისთვის სარგებლის მოტანის მიმართულებით, არამედ კონკრეტული ინვესტორების ინტერესებს მორგებული სცენარით განაგრძობს განვითარებას.“ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ზონალობა იცვლება და გაცილებით მკაცრი რეგულირების ფარგლებში ექცევა სპორტული მოედნებისა და ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი რიგი ტერიტოირები. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გენერალური გეგმის შესაბამისად წარმოდგენილი ცვლილებები მისაღები იქნება ქალაქის მთავრობისთვის და გამოთქვეს იმედი, რომ პარლამენტისა და სახელისუფლებო ინსტიტუტების მხარდაჭერას მოიპოვებს ფრაქციის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სწორედ მდგრადი ურბანული განვითარების მიზნებს ემსახურება.
(NS)
მაჭავარიანი – ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს
ტრამპმა ირანთან ომის დროს ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს განადგურება დაუშვა
Le Figaro: საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების გამო 1.8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)