|
2019-02-13 11:46:39, 828 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა სოფელ უდაბნოში 63-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში 63-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს. ეს ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეთორმეტეა. სოფელ უდაბნოს მოსახლეობას და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა პრემიერ-მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა და რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მიულოცეს. ცენტრის პირველი მომხმარებელი უდაბნოს მკვიდრი გოჩა მარტიაშვილი იყო. მან უფასო ელექტრონული მოწმობების აქციის ფარგლებში პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი აიღო და ქაღალდის (ლამინირებული) პირადობის მოწმობა თანამედროვე დოკუმენტით შეცვალა. პირადობის მოწმობების აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 1 თებერვლიდან მიმდინარეობს. საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახალი პირადობის მოწმობით, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია! საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უდაბნო საზღვრისპირა სოფელია და რაიონულ ცენტრს 45 კილომეტრითაა დაშორებული. ადგილობრივი მოსახლეობა ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით უმოკლეს დროსა და კომფორტულ გარემოში მიიღებს 200-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო სერვისს. სოფელ უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი პატარა სოფლის საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურული ფორმით სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან განსხვავდება. პროექტი სპეციალურად იმ დასახლებებისთვის შეიქმნა, რომელთა მოსახლეობა 600 ადამიანს არ აღემატება. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სოფელ უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. ეს სოფელი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს, ეთნიკური უმცირესობებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. იგი უშუალოდ სამონასტრო კომპლექს დავითგარეჯას ესაზღვრება. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის სოფლის ტურისტულ პოტენციალს. მობილური ოპერატორის მეშვეობით უზრუნველყოფილი 24-საათიანი კავშირი სამყაროსთან, საბანკო მომსახურება და 24-საათიანი უკაბელო ინტერნეტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ უდაბნოს სტუმრებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, მერიისა და გამგეობის ხელმძღვანელები. იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტი რეგიონებში 2013 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებით ადგილზე სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, ადგილზე აიღონ პენსია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 62 საზოგადოებრივ ცენტრში ამ დრომდე განხორციელდა 950 000-ზე სერვისი; ჩატარდა 4 000-მდე ღონისძიება. ცენტრებში ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით მათ შეუძლიათ, მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებულნი იყვნენ. ბიბლიოთეკაში მოწყობილია გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოდოკუმენტური მასალების ასლები, რომლებიც 1918-21 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.
(NS)
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ბერნჰემი: რუსეთი ჩაერია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმში
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)