|
2019-02-11 16:28:27, 1449 ნახვა
პოლიტიკა
ჯანეზაშვილი: შოუ ვერ შედგა - მოსამართლეთა ე.წ. ერთიანობა, რომელიც დგას კლანის ინტერესებზე, სულს ღაფავს
„მოსამართლეთა ე.წ. ერთიანობა, რომელიც დგას, მხოლოდ და მხოლოდ, კლანის ინტერესებზე, ღაფავს სულს“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჯურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრებმა შოუ დადგეს, რომელიც ვერ შედგა. „ეს ფორმატი, რომელიც დღეს შედგა, ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. მე მქონდა ერთადერთი ინფორმაცია ის, რომ იქნებოდა გასვლითი შეხვედრა და ნამდვილად არ მქონდა იმის შესახებ ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი დაესწრებოდა და არც ის ვიცოდი, რომ კითხვები იქნებოდა ჩემი მისამართით, რადგან მე არ ვარ კანონპროექტის ავტორი და მოსამართლეებს შეუძლიათ წავიდნენ და პარლამენტის წევრებს დაუსვან შეკითხვები. ამა თუ იმ აზრის გაზიარება არ ნიშნავს, რომ მე უნდა გავცე პასუხი მათ იმ საკითხებზე, რომელიც მე არ მომიმზადებია. რაც შეხება დღევანდელ შეხვედრას, მიმაჩნია, რომ ეს შოუ ვერ შედგა, რომელიც მათ დაგეგმეს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი სხდომა დასტური იყო იმისა, რომ მოსამართლეთა ე.წ. ერთიანობა, რომელიც დგას, მხოლოდ და მხოლოდ, კლანის ინტერესებზე, ღაფავს სულს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)