|
2019-02-11 15:11:14, 1156 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების შეჩერება, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია
„მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების შეჩერება, ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სასამართლოში არსებული სისტემის გაჯანსაღების“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, სისტემის შესაცვლელად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ხელისუფლების პოლიტიკური იძულებაა საჭირო. „ის ფაქტი,რომ უმრავლესობა უარს ამბობს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე , ცალსახად ადასტურებს, რომ მათ კლანური მმართველობის შეცვლის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ. დანიშვნების შეჩერება არის მხოლოდ ნაწილი, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობითაც კი ვადით დანიშნული მურუსიძე ძალიან წარმატებით ახერხებს სისტემის კონტროლს კლანის მეშვეობით. აუცილებელია სისტემის გახსნა, დისკუსია საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს შორის. სისტემის შესაცვლელად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების და ხელისუფლების პოლიტიკური იძულების გარეშე, ჩვენ წინ ვერ წავალთ, რადგან კონკრეტულ კანონპროექტზე უკვე გამოჩნდა,რომ ხელისუფლებას არაფრის გაკეთება არ სურს და აწყობს სასამართლოში დღეს, არსებული სიტუაცია. დანიშვნების შეჩერებაც და მთლიანად სისტემის გაჯანსაღებაც უნდა მოხდეს, პირველ რიგში, სწორედ, საზოგადოების აქტიურობის და საზოგადოების ზეწოლის შედეგად და ეს არის ის გზა ,რომლითაც აპირებს რომ მომავალში წავიდეს საპარლამენტო უმცირესობა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)