|
2019-02-11 12:34:54, 1150 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე გუნდში დაპირისპირებაზე: ივანიშვილის მხარეს ვარ, იმიტომ, რომ გუნდის ლიდერია
„მე ვიცი, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარეს, იმიტომ, რომ ის არის გუნდის ლიდერი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ დაშლა არ ემუქრება. ამასთან, მისი თქმით, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება, კანონმდებლობის მიღება, დაახლოებით, 4 თვეს გაგრძელდება. „მე ვიცი, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარეს, იმიტომ, რომ ის არის გუნდის ლიდერი. არის ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში, არაფერი არ ხდება ცული, პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად. რაც შეეხება, ქართული ოცნების დაშლას, ამის საფრთხე არ არსებობს. ჯერ გვაქვს მისაღები კანონი, ამ კანონის მიღებას დასჭირდება მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება ორი თვეც, ამის შემდეგ თვითონ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, თვითონ კანდიდატების წარდგენას, განხილვას და მათ არჩევას დასჭირდება, დაახლოებით, ორი თვე, ანუ საუბარია, 4-თვიან ძალიან ჯანსაღ, სტრუქტურირებულ პროცესზე და ამ პროცესს ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ, ამ პროცესის მონაწილე უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი. გუნდი არის ერთიანი, თუ ვინმე, ერთი-ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერსებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები“, - აღნიშნა პარლამენტის თავჯდომარემ.
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)