|
2019-02-11 10:04:56, 1068 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა კომიტეტებზე, „დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში ცვლილებები განიხილება. კანონპროექტი „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" მიერ არაის მომზადებული. ფრაქციის წევრი ბექა ნაცვლიშვილი კომიტეტების წევრებს გააცნობს „დაგროვებითი პენსიის" შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელის მიხედვითაც: დღეს არსებული კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემა უნდა იქცეს თაობათა შორის და სხვადასხვა საშემოსავლო ჯგუფებს შორის სოლიდარობაზე დაფუძნებულ სისტემად. ცვლილებების მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან მეორე წელსვე პენსიაზე გასული მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იქნება გაზრდილ პენსია, აგრეთვე განსაკუთრებული რეჟიმია დაწესებული დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისთვის, რომლებიც სქემის მიხედვით მიიღებენ პროპორციულად უფრო მეტად გაზრდილ პენსიას. ფრაქციის მიერ შემუშავებული ალტერნატიული საპენსიო სისტემა აგრეთვე ითვალისწინებს მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულთა პენსიაზე გასვლის განსაკუთრებულ პირობებს. მოსმენებზე ასევე განხილული იქნებ ფრაქციის ხედვა საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, სადაც ცენტრალური ადგილი სახელმწიფო საბინაო პოლიტიკას უჭირავს. მოსმენების განრიგი: 11:00 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა; 12:00 - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა; 13:00 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა.
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)