04:12 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-08 14:23:23, 2977 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ქართული ჯარი უნიფორმებით სრულადაა უზრუნველყოფილი

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა ქართული მედიის წარმომადგენლებს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო სანივთე საწყობი დაათვალიერებინა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქართული ჯარი 2018 წლიდან უკვე უზრუნველყოფილია შესაბამისი სამხედრო ფორმით და აღჭურვილობით.

„არა თუ ნაკლებობა, შეიქმნა მარაგები, რომლითაც შემდგომ წლებში ჯარისკაცების ფორმით უზრუნველყოფა უწყვეტადაა შესაძლებელი“, - აღნიშნა გიორგი ბუთხუზმა.

მისივე თქმით, აუდიტის დასკვნა გასულ წლებს ეფუძნებოდა, კონკრეტულად ბოლო დასკვნა - 2017 წელს.

„2018 წელს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული თანმიმდევრული და სწორი სანივთე პოლიტიკის შედეგად, 2018 წლიდან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები 100%-ით არიან უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით და იქმნება შესაბამისი მარაგები. მინდა სიამაყით განვუცხადო საზოგადოებას, რომ ქართული ჯარი 2018 წლიდან და შემდგომ წლებში იქნება სრულად უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით. 2019 წლიდან შეიცვალა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმით უზრუნველყოფის ნორმები. ადრე თუ გაიცემოდა ერთ წელიწადში ერთი ფორმა, დღეს კაპრალ-სერჟანტების პირად შემადგენლობაზე ორ წელიწადში სამი ფორმა გაიცემა, ხოლო ოფიცრებზე იგივე რაოდენობა - ორწელიწადნახევარზე. ეს მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას და შექმნის იმ უწყვეტობის ციკლს, რომელიც მომავალ წლებშიც გადავა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics