|
2019-02-08 13:58:25, 1937 ნახვა
პოლიტიკა
რატიანი ბატიაშვილს: ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს, არამედ მეგობრები უნდა გირჩევდნენ გადადგომას
„ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს, არამედ მეგობრები უნდა გირჩევდნენ გადადგომას“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განათლების, მეცინერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაე სიტყვით გამოსვლისას. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იმ აუდიტის სამსახურს, რომელსაც 53-ე სკოლის მოსწავლეების საქმეზე შესწავლა დღემდე არ დაუწყია, ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის საქმეში შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. „აუდიტის სამსახურის უფროსი, რომელსაც არ დაუწყია გამოძიება 53-ე სკოლის მოსწავლეების საქმეზე, დღემდე გყავთ სამსახურში. ამ აუდიტის სამსახურმა გააკეთა ის, რაც მოხდა ზუგდიდში: შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. თქვენ ხელი მოაწერეთ ანონიმურ წერილს, სადაც ეწერა, რომ თქვენ ხართ აღმაშენებელი და ვიღაც უწმინდურებმა დანიშნეს ქალბატონი ია კერზაია დირექტორად. ეს იყო პოლიტიკური და ანონიმური წერილი, რომელსაც ხელს აწერდა ვინმე ლავრენტი, ლავრენტი რომელიც ყოველთვის იყო და არის მე-20 და 21-ე საუკუნის დასაწყისში, სიმბოლურად. იცით რა უნდა გექნათ თქვენ? გეთქვათ: შეისწავლეთ ეს წერილი, საკმარისია დაგერეკათ რესურსცენტრებში და გაგერკვიათ მარტალც, რომ იქ წყალი არ არის და უბედურება ხდება. ადამიანი გთხოვდათ შველას და თქვენ გაუშვით სპეცრაზმი. ამის შემდეგ ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს თქვენს გადადგომას, მეგობრები უნდა გირჩევდნენ გადადგომას და გასაგებია, რომ თქვენ იყავით ერთგვარი ჭანჭიკი“, - მიმართა რატიანმა განათლების მინისტრს.
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)