|
2019-02-07 15:18:16, 1678 ნახვა
პოლიტიკა
მელია ბატიაშვილს - სამინისტროს ორი მძიმე პოტენციური დამნაშვე წარმოადგენს, ერთი გიორგაძე და მეორე თქვენ
ენმ-ს წევრის, ნიკა მელიას თქმით, ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე მთელი პასუხისმგებლობა განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს ეკისრება. ამასთან, როგორც მან საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე გაანცხადა, საყდრისის აფეთებაში ბრალეულობა ბატიაშვილის მოადგილეს, მიხეილ გიორგაძეს ეკისრება. „მე, პირადად თქვენდამი მაქვს ფიქსირებული განწყობა და ყველაფერი, რაც არ უნდა ისაუბროთ და ნათელ ფერებში წარმოაჩნით, ჩემთვის არის მეათე და მეოცე ხარისხოვანი. ელემეტარულად არ ისმინებით ჩემთვის და არ აქვს ფასი თქვენ მიერ გატარებულ და ან გასატარებელ რეფორმებზე საუბარს, როდესაც დამოკლეს მახვილივით გკიდიათ დიდი ტრაგედია თავზე. ქალბატონი ია კერზაიას საქმე მაქვს მხედველობაშიდა მე, პირადად ვერ მოვისმინე თქვენგან პასუხი კონკტერული ამ საქმესთან მიმართებაში, ან თუნდაც სინანული, პანაშვიდზეც არ იყავით ჩასული ზუგდიდში. ეს ჩემთვის ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩემთვის თქვენ წარმოადგენთ პოტენციურ დამანშავეს, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. 4 საათში გაუშვით სადამსჯელო ჯგუფი ზუგდიდში, ერთ დღეში გაატარეთ რეპრესია სკოლის წარჩინებული დირექტორის მიმართ და ეს ქალბატონი გარდაიცვალა. ისე მოხერხება უნდა ბატონო მინისტრო, რომ იყოთ მინისტრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და იყოთ პრაქტიკულად მხიებული მძიმე დანაშაულის, რომელმაც შეიწირა ადამიანის სიცოცხლე, ამას მართლაც მოხერხება უნდა და პლუს გყავთ მოადგილე და ტყუილად ნუ ჰგონია ბატონ გიორგაძეს, რომ ის ვინმეს დაავიწყდა, ეს არის ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად ააფეთქა საყდრისი, 1 დღეში 13 ადმინისტრაციული აქტი გამოსცა, ჯერ საყდრის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოუხსნეს და მერე ააფეთქეს და ამიტომაც დაგიტოვეს მოადგილეთ, რა გგონიათ, სახლში რატომ არ გაუშვეს. თქვენს სამინისტროს ორი მძიმე პოტენციური დამნაშვე წარმოადგენს, ერთი მინისტრის და მეორე მოადგილის რანგში“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)