|
2019-02-03 15:59:24, 1486 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: მერია და გამგეობები ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ გამოარჩევენ
თბილისის მერია და გამგეობები დახმარებას პარტიული ნიშნით არ გასცემენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძემ შეურაცხმყოფელი უწოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვით, სოციალურად დაუცველების დახმარებისთვის განკუთვნილი ფული, თითქოსდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ჩაურიცხეს. „გავრცელდა არასწორი ინფორმაცია. პათოსი იყო ასეთი - მერი იტყუება თუ გამგებელი? აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტმა როდესაც ამ საკითხზე დამისვა შეკითხვა, ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი დეტალები ამ საქმის შესახებ, სავარაუდოდ თანხა გამგებლის იყო. თუმცა, ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ისე გამოვიდა, რომ ან მე ვიტყუები, ან გამგებელი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. ის, რომ ვიღაცამ ვაკის რაიონული ორგანიზაციის ოფისიდან სეიფი მოიპარა, მოსახლეობისთვის დახმარების გაწევასთან საერთოდ კავშირში არაა. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრული ინფორმაცია არა მხოლოდ გამგეობის, არამედ მთლიანდ დედაქალაქის მერიიდან ყოველთვიურად რამდენ ადამიანს ვეხმარებით. როგორ ფიქრობთ, იქ სხედან ჩვენი თანამშრომლები და არჩევენ ვინ „ქართული ოცნების“, ვინ „ნაციონალური მოძრაობის“, ან სხვა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელია და პოლიტიკური განწყობების მიხედვით ხდება ადამიანების დახმარება? ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია და კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ბრალდება. ჩვენ ესეთი მიდგომები არასდროს გვქონია, არც გვექნება და არც დღეს გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, ვაკის რაიონის გამგეობა მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ეხმარება აბსურდი უწოდა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ. მისი განმარტებით, გამგეობიდან დახმარება გაიცემა მოსახლეობის მხრიდან შესული განცხადებების საფუძველზე, რასაც განიხილავს სპეციალური კომისია. მისივე თქმით, დახმარება გაიცემა სხვადასხვა საჭიროებისთვის და მას არა მხოლოდ სოციალურად დაუცველები იღებენ. ნოდარ ტურძელაძის განცხადებით, არსებობს პრიორიტეტული ჯგუფები და კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ადამიანები დახმარებას საჭიროებენ. NS
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)