21:51 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 11:58:06, 940 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში პირველი აგრარული უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა

საქართველოში პირველი აგრარული უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო უპილოტო საჰაერო ხომალდების რეესტრში პირველი აგროდრონი დაარეგისტრირა.

DJI Agras MG-1P (Octocopter) ტიპის უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი კომპანია "აგრიკოპტერია", რომელიც თავის მხრივ ''Copter.ge • კოპტერ.ჯის'' სტარტაპ გაერთიანებაა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა 24,8 კგ-ს, ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 15 მ/წმ-ს ხოლო ფრენის ზღვრული სიმაღლე - ზღვის დონიდან 2000 მეტრს შეადგენს. აგროდრონი აღჭურვილია ჩამოვარდნისგან თავდაცვის, მაღალი სიზუსტის რელიეფის ამომცნობი რადარის მოდულის, საფრქვევი და შესაწამლი სისტემებით.

აგრარული უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენება შესაძლებელია საჰაერო შეწამვლის, თხევადი სასუქის გაფრქვევის და საჰაერო თესვის განხორციელებისთვის, ამასთან სპეციალური სენსორის საშუალებით, დრონს შეუძლია გადაიღოს სპექტრული სურათები, რაც მიწის და მცენარეთა სტრუქტურის ანალიზის და მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

პირველ რეგისტრირებულ აგროდრონს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ამოსაცნობი ნიშანი GE-002 მიენიჭა. 2018 წელს სააგენტომ მრავალფუნქციური დანიშნულების 
DJI Hexa Copter Matrice 600 (GE-001) დაარეგისტრირა, რომელიც ძირითადად პროფესიული საჰაერო ფოტოგადაღებისთვის გამოიყენება.

შეგახსენებთ, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 კილოგრამს ექვემდებარება რეგისტრაციას. რეგისტრაციის პირობების და მოწმობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდის შესაბამის ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/upiloto.php

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics