19:11 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 11:23:44, 985 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: თემქაზე 6 ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარია

თბილისში 6 ადამიანის მოწამვლის მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარია, - ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ოჯახს, სადაც CO-თი 6 ადამიანი მოიწამლა, ორჯერ ჩაუჭრეს გაზდანადგარი.

„პირველად, გასული წლის 4 მაისს და მეორედ გასული წლის 12 დეკემბერს, თუმცა ოჯახმა დანაგარი ორივეჯერ თვითნებურად დააერთა. მათ მიეცათ გაფრთხილება, რომ ბინაში ღია წვის კამერიანი გაზდანადგარის მოხმარება დაუშვებელი და კატეგორიულად აკრძალულია.შემთხვევა წუხელ თბილისში, თემქის მე-3 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა CO-თი (ბუნებრივი აირის ნამწვი) ოჯახის 6 წევრი მოიწამლა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

(NS)



 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა სიმპოზიუმი სახელწოდებით „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
ტრამპის პარტიაში მკაცრად აკრიტიკებენ მის გამონათქვამებს ზელენსკიზე
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ
რეზო კიკნაძე - ციხემ დედაჩემის და ორი ყველაზე ახლობლის ნომერი დაბლოკა - ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics