16:58 - 14 Sep, 2026
|
2015-01-22 09:51:40, 1433 ნახვა
საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული თამაზ სუხიაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი გუშინ ღამით ჩამოასვენეს. დაღუპული მებრძოლის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები დახვდნენ. აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ უკრაინის ელჩი ვასილ ციბენკო, სამხედრო ატაშე სერგეი კონდიუსი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი დავით კერესელიძე. სუხიაშვილს აეროპორტის გასასვლელში დაშვებული დროშების ფონზე მიაგეს პატივი. აეროპორტიდან ცხედარი ქაშვეთის ტაძარში გადაასვენეს. შეგახსენებთ, რომ თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის საბრძოლო ქმედებების დროს დაიღუპა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)