17:00 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-29 12:22:19, 863 ნახვა

საზოგადოება
კიკვიძის პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკს (კიკვიძის პარკი) სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ვაპირებთ ამ პარკის სრულ რეაბილიტაციას. გვინდა, მოვაწესრიგოთ არსებული მდგომარეობა. ბოლო დროს თუ ხართ ნამყოფები კიკვიძის პარკში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აღნიშნული პარკის რეაბილიტაცია ტარდება იმ პროექტების ფარგლებში, რომელიც ემსახურება მწვანე სივრცეების შექმნას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  აქ გვაქვს ორი მიმართულება: პირველი - არსებულის მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა და მეორე - ახალი საქალაქო პარკების და სკვერების მშენებლობა, რასაც გამგეობები ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ.  ამ კონკრეტული პროექტის განხორციელება 4 900 000 ლარი ჯდება. პარკი სრულად რეაბილიტირდება, შეიქმნება ახალი სივრცეები ბავშვებისთვის, მოეწყობა ამფითეატრი,  ველობილიკი. ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოეწყობა იმისთვის, რომ ადამიანი შევიდეს და კომფორტულ გარემოში დაისვენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ და ყველა სხვა საქალაქო პარკში მოეწყობა სპორტული ზონა - ტრენაჟორები, რომლით სარგებლობა  ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics