|
2019-01-28 14:39:47, 1041 ნახვა
საზოგადოება
ექსპლუატიაციაში მიღებამდე კორპუსში შესახლება შესაძლოა შეიზღუდოს
თბილისის მერი კახა კალაძე გაზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას და „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ სპეციალურ მმართველს, გიგლა თამაზაშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით პასუხისმგებლობის გამკაცრებაზეც. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს თუ როგორი უნდა იყოს მიდგომები ახალ მშენებლობებთან და უკვე არსებულ საბინაო ფონდთან დაკავშირებით. დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებთ, თბილისის მერიამ უსაფრთხოების წესების დარღვევაზე რეაგირების ზომები უკვე გაამკაცრა. გარდა ამისა, მისივე თქმით, დაწყებულია მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზეც და ამ პროცესში დედაქალაქის მერია აქტიურად ჩაერთვება. „რა თემაც შეიძლება იყოს ჩვენთან კავშირში, იქნება ეს ექსპლუატაციაში მიღება, უსაფრთხოების სტანდარტების მიღწევა თუ სხვა მიმართულება, მერია მზად არის ჩაერთოს. აქ საუბარი იყო, რომ გაჟონვის დეტექტორები სავალდებულო გახდეს ახალ ობიექტებზე, ძველებზე პირველ ეტაპზე დაიწყოს სერვის პაკეტების შეთავაზება და მომხმარებელმა საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს ამ სისტემის მონტაჟი სახლში, კომპანიებმა კი შეძლონ ამ მომსახურების მიწოდება. გარდა ამისა, საუბარი იყო აკრედიტირებული ორგანოების შექმნაზე იმისთვის, რომ ზოგადად, სახლში გაზის სისტემის უსაფრთხოება კვალიფიციურმა პირებმა და კვალიფიციურმა კომპანიებმა შეამოწმონ. ამით ჩვენ მივაღწევთ გარკვეულწილად უსაფრთხოების სხვა სტანდარტს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო შენობის ექსპლუატაციაში მიღების წესსაც. „ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე შესახლების შეზღუდვას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ზოგადად, ექსპლუატაციაში მიღებაც მიებას გაზისა და ელექტროსისტემის გამართულობას, ანუ კორპუსი არ ჩაიბაროს მერიამ, სანამ შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ ბოლოთაშვილი დაესწრნენ.
(NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)